LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება – ილიაუნის რექტორის მიმართვა

გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება – ილიაუნის რექტორის მიმართვა

დაპოსტა 2024/01/30-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე, მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც კეკელიძის N1-დან, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე უნდა განიხილოს.

დობორჯგინიძე წერილში წერს, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, სასამართლოსთან ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

“ილიაუნის” რექტორის წერილს გთავაზობთ უცვლელად:

“2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩა N1-ში აღსრულების პოლიციის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცედურისას დაკავებულ აქტივისტთა შორის არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, გიორგი ხასაია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და აკაკი ჩიქობავა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ორივე მათგანს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა უწყვეტად ყოფნა თავიანთ სფეროში, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი სამეცნიერო კარიერის, ისე შესაბამისი დარგების განვითარებისთვის საქართველოში.

გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. იგი არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. გიორგი ხასაია აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო. მისი საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან მოიპოვა სპეციალური საგრანტო დაფინანსება გერმანიაში საველე კვლევის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაში ჩართული აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გიორგის უშუალო ხელმძღვანელი, გერმანელი მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, გიორგის ახასიათებენ როგორც დარგის განვითარებისთვის იმედისმომცემ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერს, მკვლევარს, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და აკადემიური კეთილსინდისიერების გამორჩეული უნარით. გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში ემზადებოდა თავისი დისერტაციის ერთ-ერთი პრობლემატიკის სამეცნიერო კოლოქვიუმზე წარსადგენად.

ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები. საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

რექტორი

ნინო დობორჯგინიძე.”

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

“გარედან არავის ჩავრევთ!” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

სინოდში ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის  ჩავრევთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტმა თქვა,რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ...

დაწვრილებითDetails

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლები 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ. რა შეეხება II...

დაწვრილებითDetails

თბილისში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია. „ორი ახალგაზრდა სიცოცხლე... სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე... ვიზიარებ...

დაწვრილებითDetails

მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა
მთავარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა. ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო. არც კვება და არც...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული...

დაწვრილებითDetails

მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...

დაწვრილებითDetails

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
მთავარი

4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.) მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედარი 1 მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის არის. თვითმხილველები აცხადებდნენ რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"