LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

დაპოსტა 2024/01/30-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას!” – თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით მწერალმა და მუსიკოსმა, ზურა ჯიშკარიანმა პეტიცია შექმნა. 

ტექსტში ნათქვამია, რომ გამოსახლების დროს ისინი არ იქცეოდნენ გამიზნულად პოლიციის წინააღმდეგ, ეს არ იყო წინასწარი ჩანაფიქრი და მათ გამოსახლების არაადამიანური ფორმები გააპროტესტეს, მოქმედებდნენ საკუთარი და ადამიანური სინდისის კარნახით. ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებულებმა მანქანა ძალადობრივი შეჭრისგან ყურადღების გადმოტანის მიზნით ჩაამტვრიეს.

“ჩვენ მიგვაჩნია რომ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ამ შემთხვევაში არის გაუგონარი დანაშაული, შეცდომა და დაცინვა. ჩვენ მიგვაჩნია რომ ადამიანები, რომლებიც ძალადობას აღუდგებიან ასე “სამაგალითოდ” არ უნდა ისჯებოდნენ. მიგვაჩნია რომ ამ სასჯელის შეფარდების შემთხვევაში ეს იქნება “სიგნალი” პატიოსანი ადამიანებისთვის, მათ “შესაშინებლად” და ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა პროკურატურისა და სახელმწიფოს მხრიდან” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ამ დროისთვის [13:55] პეტიციას 800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ხასაია და ჩიქობავა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. იხილეთ ტექსტი:

“როცა ქვეყნის მთავარი “ხულიგნები” არიან საქართველოს ისტორიის ლექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და პროკურატურა ითხოვს მათ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას – ესეიგი რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში.

უნდა დავსვათ კითხვა: ნუთუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები რომლებიც თვეებსა და წლებს უძღვნიან წიგნების კითხვას, სწავლასა და ცოდნის გაზიარებას – კრიმინალები არიან?

ან იქნებ იმაშია საქმე რომ უსამართლობის დონე ისეთი მაღალია ქვეყანაში, რომ ეს ხალხი იძულებულია აკადემიიდან ქუჩაში გამოვიდეს?

რაღაც არასწორად მუშაობს სახელმწიფოში…

როგორ შეიძლება დრაკონული მევახშეობა იყოს წახალისებული კანონის მიერ?

მრავალშვილიანი ოჯახების გამოსახლება და ქუჩაში დატოვება იყოს წახალისებული კანონის მიერ?

როგორ შეიძლება გამოსახლების ოპერაციაში მონაწილეობდეს ათეულობით აღსრულების პოლიციის აგრესიული თანამშრომელი, რომელსაც უფლება აქვს გაანგრიოს და გაჭრას კარი და იქ მყოფ ადამიანებს მხუთავი აირი(!) შეუგდოს? (ძალადობრივი გამოსახლებისას, 23 იანვარს კეკელიძის 1 ნომერში პროტესტის მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდნენ მოხუცები და არასრულწლოვანები)

რატომ არის რომ  პატრული, რომელიც ემსახურება საქართველოს, ორ მხარეს შორის კი არ დგას მშვიდობის დასაცავად, არამედ მევახშეების მხარეს იჭერს და ცემს ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს ძალადობრივად უშლის ხელს საქმიანობაში, აკეთებს კორდონს იმისათვის რომ მევახშემ წყნარად შეძლოს სადარბაზოს კარის განგრევა? თუ ისინი თვლიან რომ ამით ემსახურებიან საქართველოს, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ვამბობთ რომ ისინი არასწორ მხარეს დგანან. საქართველო არ არის მევახშეობა, გამოძალვა, სტუდენტის ცემა, ლექტორის დაპატიმრება, ფულის კეთება უღირსად და ოჯახების გამოყრა ზამთრის ყინვაში. უსამართლობის გაპროტესტება, ჩაგრულის მხარეს დგომა და თავისუფლებისთვის ბრძოლა უფრო გვგონია ჩვენ საქართველო.

და აქ მოდის “მთავარი” არგუმენტი: კანონი ამბობს ასე და ასე.

კაცობრიობა იმიტომ ვითარდება რომ დრომოჭმულ ან არაზნეობრივ კანონებს მუდმივად ცვლის და ახლებით ანაცვლებს. თუ კანონი ამბობს ასე, მაგრამ ეს კანონი ანტიჰუმანურია, დამამცირებელია, უზნეოა – საჭიროა შეიცვალოს კანონი!”

ბრალდება დაკავებულებს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

“გარედან არავის ჩავრევთ!” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

სინოდში ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის  ჩავრევთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტმა თქვა,რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ...

დაწვრილებითDetails

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლები 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ. რა შეეხება II...

დაწვრილებითDetails

თბილისში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია. „ორი ახალგაზრდა სიცოცხლე... სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე... ვიზიარებ...

დაწვრილებითDetails

მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა
მთავარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა. ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო. არც კვება და არც...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული...

დაწვრილებითDetails

მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...

დაწვრილებითDetails

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
მთავარი

4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.) მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების, სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მაშველებმა ცხედარი მდინარის, გაჩიანი-რუსთავის მონაკვეთზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით ცხედარი 1 მარტს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის არის. თვითმხილველები აცხადებდნენ რომ მოულოდნელად ხიდზე მოძრავი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
დაკავებულია პირი, რომელმაც არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და მიიმალა.
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"