დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი FIFA -ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია.
ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – The Best FIFA Football Awards 2023 გაიმართა.
საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის” წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის” ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა.
საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.










