ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას გეგმავს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დამოუკიდებელ და ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ლაზარეს მიმართ ხელისუფლების მხრიდან მკაცრად დასჯის მუქარა სწორედ მისი დაკავებით დასრულდება.
ლაზარეს დედა ამბობს, რომ ისინი პრეზიდენტს მიმართავენ და როგორც ამბობს, სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებიც არაერთხელ ესაუბრნენ ლაზარეს უსამართლო პატიმრობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანი არაფერი რეალურად არ იქნება, მაგრამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, რომ ლაზარეს გაამართლებენ, ამიტომ შესაბამისად, მერე მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თაობაზე. სტუდენტები უკვე ჩართული არიან, სთხოვეს ლაზარეს შესახებ, ხელმოწერები შეგროვდა და ასე, რომ ინფორმირებული არის და ჩვენც ოჯახის წევრები აუცილებლად შევხვდებით თუ ექნება ნება.
10 თვეა, პროცესი იწელება და ხელში არაფერი არ უჭირავთ და შეიძლება ლაზარეს წერილი გამოიყენონ მის წინააღმდეგ, ამ ყველაფრის თვალის დევნების შემდეგ, გვგონია, რომ გაამტყუნებენ,“ – ამბობს ლაზარეს დედა.










