არაბული ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქუთაისში საჯარო ბიბლიოთეკაში. ღონისძიება ბიბლიოთეკის აღმოსავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით მოეწყო. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანი ორი კულტურის დაახლოებისად და კიდევ უფრო კარგად გაცნობისთვის განაცხადა აღმოსავლეთმცოდნე ნომადი ბართაიამ . მოხსენებების შედეგ გაიმართა დისკუსია ღონიძიების დასასრულს დააჯილდოვეს ქუთაისელი არაბისტი მთარგმნელები. ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა იდეა საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ. ფონდი დამწყებ მთარგმნელთა ხელშეწყობასა და წახალისებას ისახავს მიზნად.
დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...









