“ოცნების” განახლებული წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატს ივანიშვილი წარუდგენს . განახლებულ წესდებაში გაწერილია მოვალეობები, რომელიც ოლიგარქს აქვს: კერძოდ, ივანიშვილი “არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი”, ასევე მას შეუძლია, მოიწვიოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა. პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება, “ოცნების” რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, წესდებაში ვკითხულობთ, რომ “პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე”










