შობა გვიახლოვდება. ქუთაისი სადღესასწაულოდ ემზადება. ქალაქში 6 და 7 იანვარს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ასე რომ უქმეები შეგიძლიათ საინტერესოდ გაატაროთ.
შობის ღამეს, ქუთაისური კაფე-რესტორნების ტრადიციად ქცეული ალილო გაიმართება. დღეს, 6 იანვარს 17:00- დან საშობაო ნუგბარით გაგიმასპინძლდებიან ქუთაისური კაფეები. 19:00 – ზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ კი გაიამრთება კონცერტი, სადაც ლადო ბურდული სიმებიან კვარტეტთან ერთად წარმოადგენს პროგრამას “იდუმალი იმპერია.”
7 იანვარს 11 საათიდან ქალაქში საშობაო მსვლელობა მოეწყობა ანსამბლ ნაი-ნაისთან ერთად. მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი დღის ცენტრისა და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიზირებს გადაეცემათ.










