“ყველასთვის, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. შეტევები კიდევ უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ემთხვევა ახალ წლის არდადეგებს. უკრაინის სული არ შეიძლება დაირღვეს. ევროკავშირი დგას უკრაინასთან” | წერს X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ოკუპანტების მორიგ მასიურ შეტევას ეხმაურება,, რომელიც ახალი წლის დღეებში მათ უკრაინაზე მიიტანეს
“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...










