„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დროსთან მეტი გადარჩენილის მოსაძებნად და გადასარჩენად,“ — თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.
BBC-ის ინფორმაციით, იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო და 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.










