“ასე დასრულდა ჩვენი თავგადასავალი პირველ არხზე.
როცა “გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს“ ვიწყებდით, ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა: ინტერვიუს დასრულების შემდეგ ადამიანებს რაიმეს შეცვლის სურვილი გასჩენოდათ. მოძრაობის, ქმედების, სიყვარულში გამოტყდომის, ბოდიშის მოხდის… მიზნად დავისახეთ, რომ თითოეულ ეპიზოდს მაყურებლისთვის ფიქრის საბაბი მიეცა.
ბევრჯერ ეს მოვახერხეთ, ზოგჯერ ვერ გამოგვივიდა.
ცდით კი, ყველა შემთხვევაში ვცადეთ.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ძვირფას დროს გვითმობდით, გვიყურებდით და გვგულშემატკივრობდით.
მადლობა ყველა რესპოდენტს, ვინც ჩვენთან ერთად შექმნა “სიმსუბუქე”.
მადლობა გუნდს, ვინც ჩვენთან ერთად აკეთებდა ამ საქმეს.
ხანდახან რაღაცები მთავრდება მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ლამაზად
გაგრძელდეს.
ჩვენ კითხვები კიდევ გვაქვს.
დაგველოდეთ.
რა იცით, რა ხდება…
მანამდე კი დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ✨ | ნათქვამია “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ფეისბუქ პოსტში
“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...










