LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

დაპოსტა 2023/12/29-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია).

მათივე ცნობით, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.

„წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა როსტვერკი, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.

სამტრედია-გრიგოლეთის 51 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

მთავრობამ რაჭაში ინვესტორს ჰესების მშენებლობისთვის მიწები 49 წლით გადასცა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
მთავარი

საქართველოს მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში არასასოფლო მიწის ნაკვეთები კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ 49 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა. 533-ე და 534-ე განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ყოველწლიურად, ჯამში 73 245 მ²-ის მიწით სარგებლობის...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა მთავრობამ 6 459 050 ლარით გაზარდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
სახლები და სათავსოები დატბორილია, დაიხოცა ფრინველი – იმერეთში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 6 459 050 ლარით 33 991 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 523-ე განკარგულებიდან ირკვევა....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ქუთაისის ავტოპარკის განახლებაში შესაძლოა ჩინური კომპანია ჩაერთოს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, ჩინური კომპანიის „იუტონგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „იუტონგი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ავტობუსების წარმოების მიმართულებით.შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქუთაისის მუნიციპალიტეტსა და ჩინურ...

დაწვრილებითDetails

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები
მთავარი

გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე - გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან...

დაწვრილებითDetails

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 22 მარტს ქუთაისში საპროტესტო მარში აღარ ჩატარდება
მთავარი

ილია მეორეს გარდაცვალების გამო, 21 მარტს თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთა და...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩასვლისთვის რკინიგზა უფასო რეისებს შეასრულებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 19, 2026
0
შემაწუხებელია მატარებლის ვაგონში, ბოლო ხმაზე ამღერებული რუსული | ჟურნალისტი საქართველოს რკინიგზას მიმართავს
მთავარი

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე...

დაწვრილებითDetails

ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ბესიკ ხარანაულის ემოციური ლექსი პატრიარქზე
მთავარი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელმაც პატრიარქს ლექსი მიუძღვნა:   ვაი, მზევ, ამომავალო, აღარ ფერი გდევსო, ვინაც შენთვის იღვიძებდა, მკვდარი წინ გიწევსო. ვაი, შენაც, საქართველო, რაღა შენი დღეო,...

დაწვრილებითDetails

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ილია მეორის პატივის მისაგებად უფასო ტრასნპორტი ქუთაისიდან შაბათ დღეს დაინიშნა - ინფორმაციას ქუთაის გაენათის ეპარქია ავრცელებს. "მრევლის საყურადღებოდ! ქუთაისის მერიის, გუბერნიის და ქუთაის-გაენათის ეპარქიის შეთანხმებით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის...

დაწვრილებითDetails

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
2 მაისს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
მთავარი

ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"