“ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, “ლელო მაქვს” მხედველობაში, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? – იმიტომ, რომ ნიკა მეილია იბრძვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. […] ნიკა მელია, როგორც აკეთებს თავის პარტიას, მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა. […] თუ დადგა ის მომენტი და ჩვენ დავინახეთ, ნიკაც დაინახავს და მისი პარტია, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დღეს… მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა” – მამუკა ხაზარაძე.
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ 646`509 ლარი გამოყო. NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...









