“მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს. ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა. ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის” | ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა
“არავის ეპატიება განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოა “- გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე
არავის ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ, - ამის შესახებ „ხალხის...










