გამთენიისას ოკუპანტებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს. ინფრომაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
დაახლოებით 07:00 საათზე რუსმა სამხედროებმა ჰერსონის ცენტრი დაბომბეს. იერიშების შედეგად 29 წლის მამაკაცი დაშავდა. ის ჰოსპიტალიზებულია, – აცხადებს რომან მროჩკო.
გასული დღე-ღამის განმავლოვაში ოკუპანტებმა ჰერსონი 32-ჯერ დაბომბეს. გამოყენებული იქნა 128 ჭურვი. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 დაშავდა. აქედან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ყველას სამედიცინო დახმარება გაეწია.










