ფონიჭალაში გატაცებულ 16-წლის არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. არასრულწლოვანი გოგო მისსავე საცხოვრებელი სახლიდან ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს. შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგო რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა არასრულწლოვანს ოჯახის შექმნა არ უნდოდა. 16 წლის გოგოს ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს გეგმის განხორციელებაში დედაც ეხმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.










