ადეიშვილის თვალის კლინიკამ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მათ ბანერზე ყოფილ თანამშრომელს სტიკერი გადააკეთეს, ბილბორდების შეცვლა დაიწყო.
,,გუშინ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ადეიშვილის თვალის კლინიკის ბილბორდებზე დატანილმა სტიკერებმა, რაც კლინიკიდან რამდენიმე თვის წინ წასული ექიმის ფეისბუქზე გამოთქმულმა გულისწყრომამ გამოიწვია.
დღეს კლინიკის ერთ-ერთი ბილბორდი განახლებული დიზაინით გამოჩნდა. კლინიკის ადმინისტრაცია ბილბორდების დიზაინს პერიოდულად ანახლებს.
ამჟამად განახლების მიზეზი საკადრო ცვლილებით იყო განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი ოფთალმოლოგი კლინიკაში ექვს თვეზე მეტია აღარ მუშაობს, ხოლო ბავშვთა ოფთალმოლოგთან ხელშეკრულება კლინიკამ ოქტომბრიდან გაწყვიტა.
კომპანიის სხვა ბილბორდების ცვლილებაც უახლოეს დღეებში განხორციელდება. რაც შეეხება ექიმ ჭოლაძის განცხადებას რომ მასზე პოსტები ან სხვა ხასიათის შეურაცხყოფა მიმდინარეობდა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ქონია არც ხსენებული ექიმის და არც სხვა რომელიმე თანამშრომლის მიმართ.
არც კონკრეტულ ბილბორდებზე განხორციელებული ცვლილებების მიზანი არის ვინმეს უფლებების ხელყოფა, მითუფრო ისეთი ქმედებარაც კომპანიას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს რაიმე თვალსაზრისით. კლინიკა უახლოეს მომავალში სხვა მასშტაბური სიახლეებისთვისაც იგეგმება.” – აცხადებენ ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკაში.
ცნობისთვის, ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკის ყოფილ თანამშრომლეს, კომპანიამ, ბილბორდზე სტიკერი გადააკრა, რასაც ექიმ თემო ჭოლაძისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ის კომპანიისგან ბანერების დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვდა და სამართლებრივი დავის დაწყებაზე საუბრობდა. ფაქტს ასევე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.










