LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნან პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი – კლინიკამ ყოფილ თანამშრომელს ბანერზე “სმაილი” გადააკრა

უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნან პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი – კლინიკამ ყოფილ თანამშრომელს ბანერზე “სმაილი” გადააკრა

დაპოსტა 2023/12/09-ში
A A
951
ნახვა
გაზიარება

კომპანიას მოვუწოდებ უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნას პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი – ამბობს ბავშთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას და აღნიშნავს რომ ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკის მიმართ სასამართლო დავის დაწყებაზე ფიქრობს.

მას შემდეგ რაც, თემო ჭოლაძემ თვალის კლინიკაში თავისი პოზიცია დატოვა, კომპანიამ ბანერებს, რომლებზედაც ექიმი იყო გამოსახული სტიკერები გადააკრა.

“მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მისმა მამამ ნახა ჩემს ბანერზე სმაილი, თავიდან მეგონა რომ ხუმრობდა. მე და ჩემი მეგობარი წავედით ბანერის სანახავად, მიუხედავად იმისა რომ 50-50-ზე იყო შანსი, რეალურად რაღაც ყოფილიყო ბანერზე, მაინც ჩავთვალე რომ არ იქნებოდა, იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ასეთ რამეს ვინმე გააკეთებდა. როდესაც ბანერი დავინახე, ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად, რომ წარმოვიდგინე ეს ენახა დედაჩემს, რომელიც არ იქნებოდა შემზადებული წინასწარ.

მიუხედავად იმისა რომ მივიღე უამრავი მესიჯი, ზარი, კომენტარი, გაზიარება და ერთშიც არ არის უაყოფითი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ყველას დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთის, პიროვნულად იმ წუთას ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე. წარმოიდგინე ხალხი დადის, მთელი წელი ხედავს შენს პოსტერს  და უცებ ასე არის ყველაფერი, ეს არის ადამიანის დაცინვა, აგლახავება, შეურაცხყოფა, ეს არის პროფესიონალის შეურაცხყოფა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამ ეტაპზე ისიც საკმარისია რომ საზოგადოებამ გასცა ამას პასუხი. მე არ მაქვს რევანშისტული განწყობა ამ კომპანიის მიმართ, მე ჩემი ნებით დავტოვე ეს კომპანია  და ვფქირობ, რომ მაქვს უფლება ვიმუშაო სხვა კომპანიაში, რომესაც ვთვლი რომ, ჩემი პროფესიონალური განვითარებისთვის იქნება უკეთესი. ვთვლი რომ დამსაქმებლებმა არ უნდა მიგვიჩნიონ საკუთრებად

კომპანიას მოვუწოდებ უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნას პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი.” – ამბობს ბავშთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

თემო ჭოლაძემ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

“არასოდეს არავისთვის მითხოვია ჩემი პოსტის გაზიარება, მაგრამ… ხალხო, თუ თქვენთვის ოდნავ რამეს წარმოვადგენ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი! უმნიშვნელოვანესი მომენტია ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა. პიროვნების შეურაცხყოფა საჯაროდ, მთელი ქალაქის თვალწინ გადაწყვიტეს, ლაფში ამომსვარეს და თავზე გადამიარეს. შეურაცხყოფილი ვარ როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი . მინდა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართო, სასწრაფოდ ჩამოხსნას შეურაცხმყოფელი პოსტერები!!! ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic” – წერს სოციალურ ქსელში ბავშვტა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე.

პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

“აი, რა დონის სასაცილოდ ქაჯური, არაპროფესიონალური და სამარცხვინო მიდგომაა ???? ამ “სმაილის” გადაკვრა გუნდის ყოფილი წევრის ბანერზე ამტკიცებს 3 რამეს:

1. ადეიშვილის თვალის კლინიკას არ აქვს იმის ტრაკი, რომ ახალი ბანერები დაბეჭდოს და გააკრას, სადაც გუნდის ახალ წევრს გამოაჩენს;
2. არ ჰყავთ გუნდის ახალი ღირსეული წევრი, ვინც დაიმსახურებდა ბანერზე მიკვრას და ძველზე დაბოღმილებმა ეს მოიფიქრეს ????
3. ამ სასაცილო სიბანძის მომფიქრებელ და განმხორციელებელ ოფთალმოლოგიურ კლინიკას, თვალი მთვარიდანაც არ უნდა დაანახოს ადამიანმა??
აი, თემო შენ რა განერვიულებს, ეგ არ მესმის?? თანამშრომლის წასვლას, რომელიმე კომპანიის იმიჯი ასე გაეფარჩაკებინოს, პირველად ვნახე???
ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic ყველას ვისაც ქუთაისში ვიცნობ, პირადად გავაფრთხილებ, რომ თქვენ კანტორაში არასდროს შემოაღონ კარი! თქვე საბრალო პელენწუკებო მართლა ?????” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანტონ თათვიძე. 
“კლინიკამ ყოფილი თანამშრომელი, ბანერიდან “სმაილით” დამალა … როცა არც ბიზნესის კეთება იცი, არც ადამიანობა გაქვს და უბრალოდ ფული ჩაგივარდა ?” – წერს ჟურნალისტი ნიკა საჯაია. 
“ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic სსრკ-ში ვართ? რეებს აკეთებთ?”
“არასოდეს გვქონია ურთიერთობა,როგორც ექიმს და პაციენტს,უბრალოდ ვიცი როგორი ადამიანია და ამ უმსგავსობას,რომ არ გამოვეხმაურო არ შემიძლია
ეს რაც ხდება თემო ჭოლაძე თქვენზე გადავლა კიარა და საკუთარი თავის უვიცობის და დაბალი ზნეობის გამოვლინებაა.ეს არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება და ვისაც კი გეთქმოდა და არ თქვით შემდეგი თქვენ იქნებით.ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic სამარცხვინო❗❗❗” – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში. 
როგორც ცნობილია, ბავშვთა ოფთალმოლოგმა თემო ჭოლაძემ ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა ოქტომბერში დატოვა.
“გადავწყვიტე დავტოვო კლინიკა ჩემსა და კლინიკის ხელმძღვანელობას შორის შეხედულებებში აცდენის გამო. ეს არ არის სპონტანური ან ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. მადლობა.” – წერდა თემო ჭოლაძე სოციალურ ქსელში.
როგორც “მეგა ტვ”-ს ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკაში განუცხადეს ადმინისტრაციის ნაწილი ჩინეთში გამოფენა-კონფერენციაზე იმყოფება, ამიტომ ისინი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შეიკავებენ.
გაზიარება380

დაკავშირებული -პოსტები

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ირაკლი კობახიძე ლილუაშვილზე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ილაპარაკოს რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე...

დაწვრილებითDetails

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო. თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი...

დაწვრილებითDetails

„ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს… ვერ გამოძვრება!“ – რას წერს 17 წლის დავით ნარიმანიძის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის არასრულწლოვანი, დავით ნარიმანიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისი დეიდა, მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს  – დაკავებულია 10 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"