2023 წლის პირველ 9 თვეში, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა. ორგანიზებული FMCG ბაზრის შემოსავალთა უდიდესი ნაწილი, 61.3 პროცენტი, კვლავ დედაქალაქზე მოდის.
უნდა ითქვას, რომ 61.3%-იანი მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. დეტალური რეგიონული ანალიზის თვალსაზრისით, აჭარა მეორე ადგილზე იმყოფება და მან წლიდან წლამდე ყველაზე დიდი ზრდა განიცადა. აჭარის წილი 8.5%-ია, რომელსაც თან მოსდევს იმერეთი – 7.4%-ით.
- თბილისი – 61.3%
- აჭარა – 8.5%
- იმერეთი – 7.4%
- ქვემო ქართლი – 5.0%
- სამეგრელო – 4.4%
- კახეთი – 3.7%
- მცხეთა-მთიანეთი – 2.8%
- სამცხე-ჯავახეთი – 1.5%
- გურია – 1.2%
- სხვა – 0.6%
შეგახსენებთ, FMCG ბაზრის ორგანიზებულმა მოთმაშეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდეს, რის დეგადაც, გაიზარდა რეგიონული ბაზრის წილი. ამის გარდა, აღნიშნულ პერიოდში, არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით.










