LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა – კურიერ გოგონას დახმარება სჭირდება

აფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა – კურიერ გოგონას დახმარება სჭირდება

დაპოსტა 2023/12/06-ში
A A
328
ნახვა
გაზიარება

“გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა, მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა” – ამბობს მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი ambebi.ge-თან საუბრისას და იმ უბე­დუ­რი ავა­რი­ის დე­ტა­ლებს იხსენებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მისი 20 წლის შვი­ლი, მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე უკვე 5 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მა­რი­ამს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ბა.

“გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს დაეჯახა… 5 თვეა კომაშია” – უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებულ კურიერ გოგონას დახმარება ესაჭიროება

“გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა, მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა” – გვი­ამ­ბობს მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი იმ უბე­დუ­რი ავა­რი­ის დე­ტა­ლებს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მისი 20 წლის შვი­ლი, მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე უკვე 5 თვეა, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მა­რი­ამს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ბა.

მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი: 6 ივ­ნი­სის სა­ღა­მო იყო, ჯერ კი­დევ სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს, შენი შვი­ლი ავა­რა­ში მოჰ­ყვა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, უბ­რა­ლო ავა­რია იყო… მი­თხრეს რა­ტი­ა­ნის კლი­ნი­კა­ში ჰყავთ გა­დაყ­ვა­ნი­ლიო, გა­მო­ვიც­ვა­ლე და გა­ვი­ქე­ცი. გზი­დან რომ გა­დავ­რე­კე, უკვე გა­ვი­გე რომ მა­რი­ა­მი კო­მა­ში იყო… დღეს 5 თვე გახ­და, რაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თა­ვი­დან, 24-ე დღეს კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვი­და, მაგ­რამ მერე შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. თავ­ში შუნ­ტი რომ ჩა­უდ­გეს, ამის შემ­დეგ მე­ნინ­გი­ტი და­ე­მარ­თა, ნა­წო­ლე­ბი გა­უჩ­ნდა, მერე შუნტმა გა­ჭე­და და კი­დევ ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ამის შემ­დეგ, ისევ მე­ნინ­გიტ­მა გა­უ­მე­ო­რა. ამ წუ­თას უკონ­ტაქ­ტოა. მცი­რე რე­აქ­ცი­ე­ბი კი აქვს, ან რომ გა­და­აბ­რუ­ნებ, ან თავ­ზე შე­ე­ხე­ბი, ტი­რილს იწყებს.

– ეს ხომ კარ­გია, ტკი­ვილს რომ გრძნობს, იმას ვგუ­ლის­ხმობ…

– რა თქმა უნდა. ნე­ი­რო­ქი­რურ­გიც ამ­ბობს, კარ­გია რომ მგრძნო­ბე­ლო­ბა აქ­ვსო.

– 6 ივ­ნისს და­ვუბ­რუნ­დეთ, რა და რო­გორ მოხ­და?

– ჩემი გოგო ვოლ­ტის კუ­რი­ე­რი იყო, მო­პე­დით მოძ­რა­ობ­და. ქსნის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მომ­ხდა­რი­ყო და ხალ­ხი შეგ­რო­ვი­ლიყ­ვნენ, მა­რი­ა­მიც გა­ჩე­რე­ბუ­ლა, იქვე ბორ­დი­ურ­ზე, უყუ­რებ­და, თუ რა მოხ­და. ამ დროს ვი­ღაც ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვარ­დნი­ლია, არ ვიცი ჩქა­რა მოძ­რა­ობ­და, წინ არ იყუ­რე­ბო­და თუ რა მოხ­და, რომ მიმხვდა­რა რომ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებს ეჯა­ხე­ბო­და, აუქ­ცე­ვია და ბორ­დი­უ­რის­კენ აუ­ღია საჭე, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ და­ე­მუხ­რუ­ჭე­ბი­ნა, არე­ვია და მუხ­რუ­ჭის მა­გივ­რად გა­ზის­თვის მი­უ­ჭე­რია ფეხი… ეს გაფ­რე­ნი­ლი მან­ქა­ნა ბორ­დი­ურ­ზე მდგარ ჩემს შვილს შე­ე­ჯა­ხა, ბავ­შვი გა­ის­რო­ლა და მისი მო­პე­დი კი იქ მდგარ მან­ქა­ნის ქვეშ შე­ტე­ნა. მა­რი­ამს ჩა­ფხუ­ტი ეფა­რა და ისე­თი ძლი­ე­რი შე­ჯა­ხე­ბა იყო რომ ჩა­ფხუ­ტიც გა­უძ­ვრია. ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს… უც­ბად მომ­ხდა რე­ა­გი­რე­ბა, სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბი­დან 3 წუთ­ში მი­სუ­ლა ად­გილ­ზე.

– ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

– ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­რი­ა­მი ვე­გე­ტა­ტი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ანუ მცე­ნა­რე­სა­ვით არი­სო… ვი­კი­თხეთ და ნე­ი­რო რე­ა­ბი­ლი­ტო­ლოგ­მა გვი­თხრა, რომ ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­მო­სუ­ლან მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამი­ტომ მე მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნო და ვიბ­რძო­ლო, მა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას. 5 თვეა ვბრძო­ლობ და არც დავ­ყრი ფარ-ხმალს. ახლა ვა­პი­რებ, სახ­ლში გად­მო­ვიყ­ვა­ნო მა­რი­ა­მი. ამის­თვის უნდა ვიზ­რუ­ნო და შე­ვი­ძი­ნო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­წო­ლი, სა­ნა­ცი­ას აპა­რა­ტი, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი და ნა­წო­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლე­ი­ბი, უნდა ავუყ­ვა­ნო ექთ­ნე­ბი. ეს დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მო­ვაძ­ლი­ე­რებ და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მინ­და მო­ვა­თავ­სო, სად ან რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მა­გას მერე გან­ვსა­ზღრავთ, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია..

– მი­ამ­ბეთ მა­რი­ა­მზე…

– მა­რი­ა­მი 20 წლი­საა. მშრო­მე­ლი და დე­და­ზე მზრუნ­ვე­ლი გოგო. უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, თბი­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნია. სულ სხვის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. მე ვფიქ­რობ, ქსნის ქუ­ჩა­ზეც იმი­ტომ გა­ჩერ­და, ვინ­მეს რომ მიხ­მა­რე­ბო­და. ძა­ლი­ან კე­თი­ლი და ალა­ლია. მო­პე­დი იმ­დე­ნად არ უყ­ვარ­და, რამ­დე­ნა­დაც გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. სტუ­დენ­ტია, სწავ­ლა შე­ა­ჩე­რა და კო­ლე­ჯში უნ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. IT სპე­ცი­ა­ლო­ბას ეუფ­ლე­ბო­და. უნ­დო­და პრო­ფე­სია მალე აეთ­ვი­სე­ბი­ნა. მო­პე­დის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა და პრო­ფე­სი­ით ემუ­შა­ვა. მში­შა­რაა და ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია და მო­პე­დი უბ­რა­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო მის­თვის.პირ­ვე­ლად კონ­ტაქ­ტზე რო­დე­საც გა­მო­ვი­და, მისი ხელი მე­ჭი­რა ხელ­ში. რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი უც­ბათ თითი გა­ან­ძრია. ვი­ფიქ­რე ხომ არ მეჩ­ვე­ნე­ბა მეთ­ქი და ვუ­თხა­რი, დე­დი­კო, თუ ჩემი ხმა გეს­მის, ხელი მო­მი­ჭი­რე მეთ­ქი, – კი­დევ გა­ან­ძრია თითი. იცი რომ დე­და­შე­ნი ვარ მეთ­ქი? – კიო, და­მე­თან­ხმა.მჯე­რა, ჩემი შვი­ლი კი­დევ ბევ­რჯერ ჩა­მე­ხუ­ტე­ბა, მო­მე­ფე­რე­ბა და მე­ტყვის თუ რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ. და­სა­ხულ გეგ­მებ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. მე ვიბ­რძო­ლებ რომ ეს დღე მალე დად­გეს. ყვე­ლას ვთხოვ გვერ­დში და­უდ­გეს ჩემ შვილს.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE23BG0000000807567300

მიმ­ღე­ბი: მაია ნა­დი­რაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი ბან­კი: GE96TB7405145061100046

წყარო – ambebi.ge

გაზიარება131

დაკავშირებული -პოსტები

„ძლიერი ქარი, წვიმა და ტემპერატურის კლება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.  „1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 1-2 ივლისს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
17 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა”
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია პირველი ივლისიდან მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შესაბამის...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
მეტროსადგური “ვარკეთილი”  12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება
მთავარი

და­გეგ­მი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გამო, მეტ­რო­სად­გუ­რი „ვარ­კე­თი­ლი“ 12 ივ­ლი­სი­დან 45 დღით და­ი­კე­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი მომ­ზად­და შპს „პრო­ბილდ ექ­სპერ­ტის“...

დაწვრილებითDetails

თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს
მთავარი

ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა და ტრანსფერი ოფიციალურად ორ კვირაში გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის კლუბმა, „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 სეზონის ბოლოს დატოვა. მიუხედავად ამისა, ქართველით არაერთი გუნდი დაინტერესდა. მაგალითად, ავტორიტეტული გამოცემა...

დაწვრილებითDetails

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა
მთავარი

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა აიღო. I ხონი - 540 ქულა II აჭარა - 497 ქულა III თბილისი -...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციით მიმართავენ, რა გააკეთონ ივლისის თვეში

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

ვერძი:  გაფრთხილებთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ დიდი ხნის პროექტების დასრულებაზე და იფიქროთ რისკიანი, თუმცა ნამდვილი სურვილების განხორციელებაზე. დამატებით, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ძველი პარტნიორი შეეცდება დაბრუნებას. კურო: გამოიყენეთ თქვენი ესთეტიკური ინტელექტი...

დაწვრილებითDetails

სამყარო ზოდიაქოს ორ ნიშანს უახლოეს კვირებში ზღაპრულ სიმდიდრეს მოუტანს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ტყუპები 2025 წელია მათი წარმატების წელი, თუმცა მთავარი ჯერ ახლა იწყება. ასტროლოგ გრიმის თქმით: „ეს არ ნიშნავს, რომ ონკანს თუ მოუშვებთ, ფული დაიწყებს დენას. შესაძლებლობა თავად უნდა შექმნათ.“ტყუპებს შესაძლოა კარიერული...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშნები ახლა ცხოვრებას დაიწყებენ

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

მთვარისა და ვენერას შეერთება მნიშვნელოვან ემოციურ შეხედულებებს მოიტანს 22 ივნისის შემდეგ, ტყუპები, კირჩხიბები და მშვილდოსნები საბოლოოდ გაწყვეტენ წარსულზე მიჯაჭვულობას და წინ გადადგამენ ნაბიჯს. გარდამტეხი მომენტი ხდება მთვარისა და ვენერას შეერთება,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ....

დაწვრილებითDetails

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ: 30 ივნისი ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"