LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა

დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა

დაპოსტა 2023/11/24-ში
A A
2.5k
ნახვა
გაზიარება

დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ციცქნა ნაწილაკი 240 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა, რაც 2,4 x 1020 ელექტრონვოლტს უდრის. ამ დრომდე ყველაზე მძლავრი ასეთი სხივი 1991 წელს არის დაფიქსირებული — ის 320 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა და „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკი (Oh-My-God particle) უწოდეს.

თუმცა, არის ერთი პრობლემა. „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკის მსგავსად, მეცნიერებმა ვერც ამჯერად მიაგნეს მის აშკარა წყაროს.

„ნაწილაკები იმდენად ძლიერია, რომ მათზე არ უნდა მოქმედებდეს გალაქტიკური და გარეგალაქტიკური მაგნიტური ველები. უნდა შეგეძლოს იმის დადგენა, ცის რა ნაწილიდან არის მოსული. თუმცა, „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკისა და ამ ახალი ნაწილაკის შემთხვევაში, ტრაექტორიას წყარომდე მიჰყვები და აღმოაჩენ, რომ იქ არაფერია საკმარისად მაღალი ენერგიის მქონე, რასაც მისი წარმოქმნა შეეძლო. მთელი საიდუმლოც ამაშია — რა ხდება?“, — ამბობს აღმოჩენის ავტორი, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და კოლაბორაცია Telescope Array-ს წევრი, ჯონ მეთიუსი.

კოსმოსური სხივები ნამდვილი კოსმოსური თავსატეხია. მეცნიერები მათ უკვე საუკუნეზე მეტია აფიქსირებენ, მაგრამ ჯერ კიდევ დაზუსტებით არ ვიცით იმ სხვადასხვა გზის შესახებ, რომლითაც ისინი სამყაროში ვრცელდებიან.

სინამდვილეში, ისინი რადიაცია არ არის, როგორიც მაგალითად, სინათლეა; ისინი ნაწილაკებია, ძირითადად ატომის ბირთვები, მაგრამ ამავე დროს სუბატომური ნაწილაკებიც, მაგალითად, პროტონები და ელექტრონები. სამყაროში თითქმის სინათლის სიჩქარით ვრცელდებიან და იმაზე მეტი ენერგია აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ.

მეცნიერთა აზრით, ისინი ენერგიულ გარემო პირობებშია წარმოქმნილი, მაგალითად, სუპერნოვებში ან ვარსკვლავთა შეჯახებებში. უფრო დაბალენერგიული წყაროები, თუნდაც ვარსკვლავები, დაბალენერგიულ კოსმოსურ სხივებს წარმოქმნის, მაგრამ უფრო მძლავრების პოვნა ცოტა რთული საქმეა.

კოსმოსური გამოსხივება

კოსმოსური სხივებისგან ჩვენი ატმოსფერო გვიცავს, რაც დიდებული ამბავია, მაგრამ ამ სხივების დასაფიქსირებლად მაინც გვაქვს საკმაოდ ეფექტიანი გზები.

როდესაც კოსმოსური სხივი ატმოსფეროს ურტყამს, იქ არსებულ სხვა ნაწილაკებს ეჯახება და წარმოქმნის ნაწილაკთა „წვიმას“, რომელიც დედამიწაზე მოდის. არსებობს ობსერვატორიები, რომლებსაც ამ ნაწილაკთა დაფიქსირება შეუძლია.

თუმცა, ენერგიული კოსმოსური ნაწილაკების მიერ წარმოქმნილი „წვიმები“ შედარებით დიდ ზონაში „წვიმს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედაპირის საკმაოდ დიდი რეგიონის მოცვაა საჭირო, რათა ეს მოვლენა გარკვეული სიზუსტით შევისწავლოთ.

პროექტ Telescope Array-ს საერთაშორისო ჯგუფი ახორციელებს და მას ამ სხივების დაფიქსირება 700 კვადრატული კილომეტრის ფართობზე შეუძლია.

2021 წლის 27 მაისს, ტელესკოპთა ამ კრებულმა სიგნალი დაიჭირა. გამოთვლებისა და ანალიზების ჩატარებისა და მრავალჯერ გადამოწმების შემდეგ, პროექტის მკვლევართა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ნაპოვნი ჰქონდათ „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკის ენერგიის მასშტაბის ნაწილაკი.

„როდესაც ეს ულტრამაღალენერგიული კოსმოსური სხივი პირველად აღმოვაჩინე, ვიფიქრე, რაღაც შეცდომა იყო, რადგან ბოლო სამ ათწლეულში დაფიქსირებულთა შორის უპრეცედენტო ენერგიის დონე ჰქონდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ოსაკის მეტროპოლიური უნივერსიტეტის ფიზიკოსი ტოშირო ფუჯი.

აღმოჩენა „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკისგან განსხვავებული მეთოდით, ცის სხვა მონაკვეთში გაკეთდა, რაც მიუთითებს, რომ ეს მოვლენები ასტროფიზიკური ხასიათისაა, რომ „ღმერთო ჩემოს“ დაფიქსირება არც ხარვეზი ყოფილა და არც შეცდომა.

მკვლევართა ჯგუფმა ახალ ნაწილაკს ამატერასუ უწოდა, შინტოიზმის მზის ღმერთის სახელი. მკვლევართა განცხადებით, ეს ნაწილაკები პროტონებია.

ულტრამაღალენერგიული კოსმოსური სხივების დაფიქსირების დადასტურება იმას ნიშნავს, რომ ხელში ახლა ცოტა მეტი რამ გვიჭირავს. ასეთ ნაწილაკებს აქვთ ენერგიის თეორიული ზედა ზღვარი, რომელსაც გრაიზენ-ზაცეპინ-კუზმინის ზღვარს უწოდებენ და 5 x 1019 ელექტრონვოლტს წარმოადგენს.

მიჩნეულია, რომ ეს ის მაქსიმალური ენერგიაა, რომლის შენარჩუნებაც ნაწილაკს შორ მანძილზე, დაახლოებით 160 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაადგილებისას შეუძლია, რადგან კოსმოსური სხივები კოსმოსში გავრცელებისას, გზადაგზა ენერგიას კარგავენ.

ჩვენგან ამ მანძილზე აშკარად არსებობს ობიექტები, რომლებსაც კოსმოსური სხივების წარმოქმნა შეუძლია, მაგრამ მზის სისტემიდან 160 მილიონი სინათლის წლის რადიუსში არაფერია ჩვენთვის ცნობილი რაიმე ისეთი მძლავრი, რომ „ღმერთო ჩემო“ ან ამატერასუ ნაწილაკები წარმოექმნა.

„ისეთი ობიექტები, რომლებიც ხალხს ძლიერ ენერგიულად მიაჩნია, მაგალითად, სუპერნოვები, ახლოსაც კი არ არის იმ ენერგიასთან, ეს სხივები რომ წარმოექმნა. საჭიროა უზარმაზარი ოდენობის ენერგია, ნამდვილად ძლიერი მაგნიტური ველები, რათა დააკავოს ნაწილაკი, ვიდრე ის აჩქარდება“, — ამბობს მეთიუსი.

ამატერასუს ხაზზე, ანუ მის კოსმოსურ მარშრუტზე გაყოლას კოსმოსურ ვოიდამდე მივყავართ — კოსმოსის რეგიონი ფილამენტებს შორის, რომლის გარშემოც გალაქტიკები ჯგუფდებიან, უშუალოდ მასში კი ძალიან მცირე ოდენობის გალაქტიკაა და ძირითადად სიცარიელეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ჯერ კიდევ არ ვიცით.

იქნებ მაგნიტური ველები ნაწილაკების იმაზე უკეთესი ამაჩქარებლებია, ვიდრე გვგონია? იქნებ ახლომახლოს რაღაც ისეთი წყაროა, რომელსაც ვერ ვხედავთ? ან იქნებ ნაწილაკები რაღაც ჯერ არნახულ ასტროფიზიკურ ფენომენზე მიგვანიშნებს?

„ეს შეიძლება იყოს დეფექტები სივრცე-დროის სტრუქტურაში, კოსმოსური სიმების შეჯახება. ვიცი, რომ გიჟურ იდეებს ვამბობ, რადგან ჩვეულებრივი ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ეს ყველაფერი ნამდვილად იდუმალებით არის მოცული“, — ამბობს იუტის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯონ ბელზი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

გაზიარება980

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"