ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს, 18 :30 წუთზე აინთება.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მუსიკალურად ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი ირონა ლომინაძის ხელმძღვანელობით გააფორმებს.
ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კომპიზოტორ ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი. კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის სიმფონიური და საგუნდო მუსიკა.
კონჩერტში მონაწილეობენ : თბილისის სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ქეთევან მარგველაშვილი ; ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი – ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე.