რამდენიმე ახლობელი ადამიანი დაკარგო დათო ლიკლიკაძებ მოკლე დროში. ის სიცილით ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,90-იან წლებში იმ სიბნელეში რამდენიმე ნათელი წერტილი იყო ქუთაისში. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბალეტის მსახიობი, ქორეოგრაფი შოთა ებანოიძე პირველი იყო, ვინც თეატრიდან გამოვიდა და ქეთი ბოლქვაძესთან ერთად „ქუჩის ბალეტი“ შექმნა. ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ უფრო პოპულარული ჯგუფი არსებობდა მაშინდელ ქუთაისში, რომელთა კონცერტებზე ვერასოდეს ბილეთს ვერ იშოვიდი. შოთა ებანოიძემ შექმნა კორდე ბალეტის პირველი ელემენტები, რომელსაც მაშინაც და დღესაც ანალოგი არ ჰქონია. მერე საყვარელი ოჯახის მიტოვება და სამშობლოს დატოვება მოუწია. საქართველოზე თავგადაკლული და საქართველოზე შეყვარებული, ამერიკაშიც ქართულ საქმეს ემსახურებოდა. ტკივილამდე ენატრებოდა ქუთაისი და რამდენჯერ ცენტრალურ არხებზე ქუთაისზე ჩემს გამოსვლას მოისმენდა ცრემლიანი მირეკავდა (ვითომ მართლა რაიმეს ვაკეთებდი ამ ქალაქისთვის). ვინც ამ ქალაქს ნამდვილად დააკლდება ეს შოთა ებანოიძეა, რომელსაც 24 ნოემბერს ჩამოასვენებენ ქუთაისში და მშობლიურ ქალაქს კვირას, 26 ნოემბერს მიაბარებენ.
დღეს დავბრუნდი საქართველოში და სამწუხაროდ ვერ დავესწარი მესხიშვილის თეატრის უმაგრესი არტისტის, ძვირფასი ზვიად სვანაძის დაკრძალვას. საქართველოს სახალხო არტისტის, ერემია სვანაძის ვაჟმა, სახელოვანი „მამის აჩრდილიდან“ დაღწევა ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ მოახერხა და მისი ხელწერის და ნიჭის პატრონი სათანადოდ და ჯეროვნად იქნა დაფასებული ქართულ თეატრშიც და კინოშიც. სამწუხაროდ ახალგაზრდა წავიდა და მხოლოდ ცოტა მოასწრო….
ხვალ კიდე უცხოეთიდან მოასვენებენ ჩემი ბავშვობის მეგობარს, უსაყვარლეს გიზო სოროზანაშვილს, რომლის არყოფნით გამოწვეული ტკივილი გულს მიგლიჯავს და არ ვიცი რა უნდა ვქნა….
და ყველაზე მეტად, სამშობლოში დაბრუნება მიჭირდა იმის გამო რომ ამ ქალაქში აღარ იქნება ქეთუშა ბერძენიშვილი, რომლის სიკვდილს ცოტა არ იყოს არ ვაღიარებ და საკუთარ თავს ვატყუებ, ასევე უსინდისოდ მოტყუებული ამ ცხოვრების სამართლისგან, რადგან ასეთი ადამიანების სიკვდილი ადრეა, ადრე….
ძალიან სევდიანია ეს პოსტი…ძალიან…” – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.










