“როგორც ყველას კარგად მოგვეხსენება, 8 ნოემბერს ევროკომისიამ დასცა პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია განხილული იქნება ევროპის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ 14 -15 დეკემბერს. მე იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევას და მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად განსაზღვრა 9 ნაბიჯი. ამ 9 ნაბიჯიდა ზოგიერთი უკვე ძალიან ცნობილია, რადგან ისინი 12 რეკომენდაციას შორის იყო და განხორციელების პროცესშია. ზოგი კი ახალი, მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლა, ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, საარჩევნო პროცესი უნდა იყოს იმდენად სამართლიანი და თავისუფალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ თქვენ მეკითხებით რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი? – ყოველი მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით” | საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი
“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი
მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...










