გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა .
როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, პისტორიუსის ვიზიტის მიზანი ბერლინის მხრიდან კიევისადმი მხარდაჭერის დადასტურებაა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პისტორიუსის მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინელი სამხედროების მომზადება და კიევის სამხედრო დახმარება.
გარდა ამისა, დღის მეორე ნახევარში პისტორიუსს მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აქვს დაგეგმილი.










