როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა მაგალითად, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე – დამსახურებული ექიმი, კობა ხაბაზი, რომელიც იბრძვის ახლა უკრაინაში, აღარ ვლაპარაკობ კობა ნაყოფიაზე, ჩემს ახლო მეგობარზე და ყველა სხვაზე… პოლიტსაბჭო, რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა.
“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი
მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...










