ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასც – ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს
საავადმყოფოს დირექტორის, მუჰამედ აბუ სალმიას თქმით, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს.
აქამდე, გასულ დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საბავშვო ბაღში ნაღმტყორცნი აღმოაჩინეს .17 ნოემბერს ისრაელის თავდაცვამ შესაბამისი ფოტო მასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს 12 ნაღმტყორცნი შენობის შიგნით.
ბაღში აღმოჩენილი ნაღმტყორცნების შესახებ ინფორმაცია მოყვა ისრაელის მხარის ცნობას, რომ IDF-მა ჰამასის ახალი მიწისქვეშა ქსელები აღმოაჩინა, რომელიც ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსს უკავშირდება.










