უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.არსებული ინფორმაციით, 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა
“მე როგორც ველაპარაკე სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელს, მითხრა, რომ დასტაბილურებულია [დაჭრილების მდგომარეობა], ანუ ბიჭები გადარჩებიან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მძიმე კონტაქტური ბრძოლებია მთლიანად ფრონტის ხაზზე და შეტევითი ოპერაციები განსაკუთრებულად მძიმეა. იმიტომ, რომ მთელი პოტენციალის გამოყენება გვიწევს და, სამწუხაროდ, აი, ასეთი ფაქტით დასრულდა ბოლო შეტევა” | ამბობს “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი










