საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა. მან ამის შესახებ გულშემატკივარს სოციალური ქსელით შეატყობინა .
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დავითაშვილს უფლება მისცა ოჯახთან წასულიყო, თუმცა ფეხბურთელმა ნაკრებთან დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩში დინამო არენაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება










