LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ დავუძახე… ყავაზე არ შემოვიპატიჟე სახლში… რა მარილის ნგრევა და ნაყვა გულით? – ენდი ძიძავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

არ დავუძახე… ყავაზე არ შემოვიპატიჟე სახლში… რა მარილის ნგრევა და ნაყვა გულით? – ენდი ძიძავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დაპოსტა 2023/11/15-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

არ დავუძახე… ყავაზე არ შემოვიპატიჟე სახლში… რა მარილის ნგრევა და ნაყვა გულით? – მასხიობი ენდი ძიძავა კოლეგას ზვიად სვანაძეს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,რა დროს სტატუსების წერაა ახლა,მაგრამ ამ სტატუსებს ზოგჯერ დღიურებად ( დიდი ხანია მივაგდე სადღაც შორს ეს ჩემი კარგი ჩვევა ბავშვობიდან რომ მომყვებოდა…) ვიყენებ მე, ცხოვრებისგან “გაზარმაცებული” თუ როგორც არის…

ამასწინად აივნიდან ვადევნე თვალი… არ დავუძახე…არ მივესალმე…არ მოვიკითხე…ყავაზე არ შემოვიპატიჟე სახლში…თვალი ვადევნე უბრალოდ ,მე გულგაყინულმა… რა მარილის ნგრევა და ნაყვა გულით?… რომელ “სხივოსნობის პათოლოგიის” დაავადებაზე ვწერდი გუშინწინ?… ტყუილი იყო ეს! დიდი ტყუილი… საიდან სხივოსნობა,როდესაც სიყვარული თავიდან ბოლომდე გაიყინა ჩემში როგორც ჩანს წლების უკან და უვადოდ შენახულია არ ვიცი როგორც რა…

თვალი ვადევნე უბრალოდ მეტი არაფერი… თურმე უკანასკნელად… რა ვიცოდი, თორემ ასეთ დროს მაინც ვარ “გულიანი”, ყველანი ვართ ასეთ დროს “გულიანები”… იმდენ რამეს ამბობდა მისი მეტყველი სხეული ამ დროს,იმდენ რამეს, რომ ალბათ მისი ცქერა და ფიქრი, ამოცნობა ამ “მეტყველების” გაცილებით საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე აბსურდული მოკითხვები: როგორ ხარ? ვარ რა,კარგად. შენ? მეც.ვარ რააა. კარგად. რა ხდება? არაფერი. შენთან? არაფერი…

მოუყვებოდა ქუჩას მძიმედ,დაღლილი, მაგრამ მოჩვენებითად თავჯარებული, საქმიანი,რეპეტიციაზე “მიიჩქაროდა” ზანტად…მეც მალე მისასვლელი ვიყავი “ოჯახში”, ვიფიქრე იქ გადავეყრები სადმე და…და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, დაუსრულებლად და გამუდმებით თეატრზე ვისაუბრებდით, მეტი არაფერი…ვერ გადავეყარეთ ერთმანეთს იმ დღეს…

ვერც პარტნიორობა მოვასწარით ბავშვობის შემდეგ…ორთავეს გული გვწყდებოდა ამის გამო და გულანთებულები იმ იმედით ვიყავით რომ ახლა მაინც მოგვეცემოდა ამის საშუალება… არ მოხერხდა…ის სხვა პიესაში გაანაწილეს, მე კი სხვაში… რეებს ვწერ ახლა აქ საქვეყნოდ?:)(:….

ბევრ, ძალიან ბევრ რამეზე წყდებოდა გული… სწორედ ამის გამო დავიწყე წერა, მაგრამ მაინც ვერ ვარ გულწრფელი და მორიგად ვრწმუნდები იმაში, რომ “აქაურობა” არ და ვერ არის სადღიურე სივრცე…

ვერ მოვუარეთ…უსუსურები ავღმოვჩნდით… იმ დიაგნოზით რაც მას ჰქონდა…

ექიმებს უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის!

სხვებზე მწყდება გული. მასაც წყდებოდა.ერთს რომ არ მოიკითხავენ გაჭივრებულ მსახიობს. ერთხელ მაინც რომ არ იზრუნებენ მისთვის. ერთხელ მაინც დამსახურებულად რომ არ მიაგებენ პატივს და ა.შ. თუ არ შეხტი-შეუვარდი მათ, იცით სადაც.

არასოდეს დავიღლები ამიტომ მადლიერების სიტყვების გაცემით ბატონი თემურ შასიაშვილის მისამართით, რომელსაც იმ შავბნელ წლებში ერთი წამითაც არ აუშვია ხელი თეატრის მაჯისცემიდან და თუკი ვინმე იყო ჩვენი ყველასი პატრონი მაშინ სწორედ ის იყო( ეს კიდევ სხვა თემაა).

ძალა დაკარგა ჩემმა თეატრმა, ჭეშმარიტი ძალა, დიდი ძალა ზვიად სვანაძის სახით, რომლის რეალიზაცია სულ ვფიქრობდი, ხმამაღლა ვამბობდი, რომ ბოლომდე არ იყო გამოყენებული… ცალი ფრთით ვიფრენთ დღეიდან და ეს ცალი ფრთაც სათუთად მოსავლელია…

ჩემი გულიანი, ბუზღუნა და ამავდროულად უსიტყვო (?), ნიჭიერი მეგობარი და კოლეგა ❤️? გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ იქ იქნება სადაც მართალნი განისვენებენ და ნათელში გვეყოლება მისი უბოროტო სული!

მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოდ და ამ პლატფორმაზე ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარეს ბატონ ირაკლი შენგელიას,რომელიც ზვიად სვანაძის საავადმყოფოში ყოფნის პირველი დღეებიდანვე აქტიურად ყოფილა ჩართულო პროცესში!

არ ვიცოდი აქამდე. მესიამოვნა რომ გავიგე.შემეძლო არც დამეწერა ეს სტატუსი, მაგრამ არ შემიძლია სხვაგვარად. მძულს უმადური ადამიანები!

შეიძლება კიდევ იყვნენ ადამიანები რომლებმაც რუდუნებით იზრუნეს ზვიადზე. არ ვიცი. ალბათ არც არის საჭირო რომ ვიცოდე, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმეს მადლობას გადავუხდი ყველას!” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ენდი ძიძავა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ზვიად სვანაძე ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში  მკურნალობდა. ზვიად სვანაძემ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა თეატრში.

გაზიარება424

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"