“ჩვენი საუბრის თემა ცხადია შეეხებოდა და ვერ გავექცეოდით ამ თემას, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს. იმ პირობებში, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი არის ტყვეობაში და გვინდა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მერე ვთქვათ, რომ მერე არჩევნები ლეგიტიმურია და ეს ადამიანი ციხეში, ასე არ გამოვა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მინიმალურ შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მას უნდა მიეცეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა. ცხადია,ეს იყო ერთი პრიორიტეტული საკითხი, მნიშვნელოვანია , რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ტყვეობაში და ყველას კარგად ახსოვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ის მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილს გამოუტანეს განაჩენი და მათ შორის აშშ-მ დაასანქცირა ის პროკურორი, ფარცხალაძე, რომელმაც საქმე შეთითხნა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ასევე სანქციებთან დაკავშირებით, ყველა რუსეთის აგენტი, ჯაშუში, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ღალატობს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, გამოვლენილი ისევე როგორც ფარცხალაძე, ისევე როგორც მოსამართლეთა კლანი და ცხადია, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუშაობა” | ენმ-ის ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ
შსს განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...










