2023 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში, სულ, საქართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1 496 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 121 ადამიანი დაიღუპა, 2 027 კი დაშავდა. ამის შესახებ წინასწარი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით:
- თბილისში 659 ავარიაა მომხდარი – შედეგად დაიღუპა 17, დაშავდა 760 ადამიანი;
- აჭარაში – 168 ავარია – დაიღუპა 11, დაშავდა 243 ადამიანი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში – 67 ავარია – დაიღუპა 9, დაშავდა 113 ადამიანი;
- იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 183 ავარია – დაიღუპა 26, დაშავდა 278 ადამიანი;
- შიდა ქართლში – 97 ავარია – დაიღუპა 9, დაშავდა 158 ადამიანი;
- ქვემო ქართლში – 120 ავარია – დაიღუპა 17, დაშავდა 167 ადამიანი;
- კახეთში – 85 ავარია – დაიღუპა 19, დაშავდა 160 ადამიანი;
- სამცხე-ჯავახეთში – 31 ავარია – დაიღუპა 3, დაშავდა 38 ადამიანი;
- მცხეთაში – 51 ავარია – დაიღუპა 7, დაშავდა 76 ადამიანი;
- გურიაში – 35 ავარია – დაიღუპა 3, დაშავდა 43 ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის განმავლობაში:
- მსუბუქი ავტომობილით 828 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 174 კი დაშავდა.
- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება – 84 ავარია – დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 131;
- სატვირთო ავტომობილი – 96 ავარია – დაიღუპა 13 ადამიანი, დაშავდა 139;
- მოტოციკლი – 230 ავარია – დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 246;
- სხვა სატრანსპორტო საშუალება – 12 ავარია – დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 14;
- სატრანსპორტო საშაუალების ტიპი დაუდგენელია 73 ავტოსაგზაო შემთხვევისას – ამ დროს, სტატისტიკის თანახმად, 76 ადამიანი დაშავდა.










