დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ როდესაც თბილისიდან დმანისში მიდიოდა, მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 5-ჯერ ესროლეს. მომხდარ ფაქტს ტატუაშვილი თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ინციდენტში ქართული ოცნების “ზონდერებს” ადანაშაულებს
“თბილისიდან დმანისის მიმართულებით მოვდიოდი და ჩემი მანქანის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა […] ჩემს ავტომობილს 5-ჯერ ესროლეს და საბურავი დაეშვა. იმ სიტუაციიდან გამოვედი და მერე სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები გზაზე შემხვდნენ, რაღაც მანიპულაცია ჩაატარეს, ის მანქანა გააჩერეს – მე მგონი, შემდეგ მაინც მიიმალა […] მანქანა გზას მიხერგავს და მერე ისევ უკან ადევნება ხდება. შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხე, უკან მომდევდნენ და ისროდნენ […] ამ შემთხვევას ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. ყოფილი მერი ვარ, 2021 წელს კენჭს ოპოზიციიდან ვიყრიდი […] ესენი ქართული ოცნების ზონდერები არიან, რომლებიც ასეთ საქმიანობაში არიან ჩართულები […] ვიდეორეგისტრატორზე მაქვს გადაღებული და იმედია, იდენტიფიცირება მოხდება”. – ამბობს დმანისის ყოფილი მერი.










