? SANGU-სა და Northern Kentucky University-ს ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მესამე ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო.
მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!
მოთხოვნები:
• ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში) და შესაბამისი დიპლომის GPA არანაკლებ 2.5;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი/შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა;
• SANGU-სა და Northern Kentucky University-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება.
➜ საბუთების მიღება იწარმოებს 18 ნოემბრის ჩათვლით. წინასწარი რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე: https://cutt.ly/9wEpqUXw
➜ დეტალური ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის შესახებ: https://cutt.ly/fwEo5hiH










