უცხოელებისთვის მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდება. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა მისი თქმით, უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ადგილზე სხვადასხვა შესასვლელი მოეწყობა.
“2024 წლის 15 იანვრიდან აია-სოფიაში შესვლა უცხოელი ვიზიტორებისთვის ფასიანი გახდება. თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აია-სოფიაში სალოცავად ჩამოდიან, შესვლა უფასო იქნება”, – თქვა ერსოიმ.
ერსოი ასევე ამბობს, რომ გადაწყვეტილება UNESCO-ს რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ თურქერთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი 2020 წელს მოაწერა.










