LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ტექსტი

ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ტექსტი

დაპოსტა 2019/12/15-ში
A A
209
ნახვა
გაზიარება

„ მოგესალმებით ყველას,

ახალგაზრდებს, ჩემს თანამებრძოლებს, სრულიად საქართველოს!

შვიდი წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან, როდესაც აქ, ამ მოედანზე, ნახევარი მილიონი თანამოქალაქე შევიკრიბეთ!
მოედანზე, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს.

შვიდი წლის წინ, ამ მოედანზე, ჩვენ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა სწორედ თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის გავერთიანდით!

დღესაც, ამავე ადგილას, კვლავ ევროპული არჩევანის უპირობო ერთგულებამ გაგვაერთიანა!

რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა?!
ევროპა უპირველესად ანტიკურ საბერძნეთში ჩასახული დემოკრატია, „მართალი სამართალი“ და ქრისტიანული სულია;

ევროპა ტოლერანტობა და მრავალფეროვნებაა.

ამ ფასეულობებს ორგანულად ნაზიარები, მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურის მქონე ერი, თამამად და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ევროპის დიდ ოჯახში ხელცარიელები არ ვბრუნდებით.
საქართველო – ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს.

საქართველო ხომ ღვინის და, დიდი ალბათობით, ხორბლის სამშობლოცაა, რადგან სწორედ ჩვენ დაგვარქვა პირველმა ევროპულმა ცივილიზაციამ, საბერძნეთმა – „გეორგია“, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა; სწორედ ქართველურ ტომს, ხალიბებს უკავშირდება პირველი რკინის წარმოება; სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა იასონი ოქროს საწმისის, ანუ ქართველთა საკრალური ცოდნის წასაღებად და არსად სხვაგან.

ჩვენში „ლეკვი ლომისა“ მაშინვე თანასწორი იყო და სწორედ ეს გვაყალიბებდა იმთავითვე ევროპელებად.

ჩვენ, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, ევროპაში პირველებმა გავამეფეთ ქალი, ჩავსახეთ პარლამენტარიზმის პირველი ნიშნები და სწორედ საქართველოში, შოთა რუსთაველმა დაარწია პირველად ევროპული ჰუმანიზმის აკვანი.

აქ, ჩვენს მიწაზე, „კოლხეთის აკადემიის“ ფესვებზე აღმოცენდა ევროპული განათლების ისეთი მძლავრი რეგიონური ცენტრები, როგორიც იყო გელათის და იყალთოს აკადემია.
შემდგომში, ისტორიულმა ქარტეხილებმა მოგვწყვიტა ჩვენს საერთო ოჯახს, მაგრამ, როგორც კარგად აღზრდილი ადამიანი ინარჩუნებს ღირსებას ნებისმიერ გარემოში, ისე შეძლო ჩვენმა ერმა თავისი ევროპული კულტურის და ფასეულობების შენარჩუნება.

და მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა, ისევ ჯიუტად მიისწრაფვოდა დასავლეთისკენ და თავისი – „სიტყვის კონით“ კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში.

მიისწრაფვოდა არა იმიტომ, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება.

სწორედ ამ, ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას ზვიადაურის დატირების უფლება.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩვენი სამშობლო – ესაა ევროპული კულტურა. თუმცა სახელმწიფო, რომელიც ისევე განსხვავდება სამშობლოსაგან, როგორც – ქვევრი ღვინისგან, – ყოველთვის როდი იყო ევროპული ტიპის. ახლა დადგა დრო, როცა ქართული, ევროპული ღვინო – ევროპული კულტურა, ასევე ევროპული ტიპის სახელმწიფოში ჩავასხათ.

საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში.

მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!

მჯერა, რადგან ვხედავ, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია – ერი და ბერი, ერთიანი და მტკიცეა ამ არჩევანში!

მჯერა, რადგან ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია!

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა – ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე ღრმად არის გამჯდარი ქართულ სულში.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

იყო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს შვილი, ანუ იყო ქართველი, ნიშნავს – მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს;

იყო ქართველი – ნიშნავს უძღვებოდე ქართულ სუფრას, შენს თავში ატარებდე ვაჟა ფშაველას;

იყო ქართველი ნიშნავს, შენს ყველა უჯრედში ცოცხლობდეს საქართველო.

ამიტომ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ჩვენ ტკივილი ვერ მოგვერევა და ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს!
რადგან საქართველო უკვდავია!
უკვდავია მისი კულტურა, მისი დაუდგრომელი სული, რომელიც მუდამ ისწრაფვოდა და ისწრაფვის თავისი ევროპული ოჯახისკენ.

და დღეს, როდესაც დიდი ისტორიის ფესვებზე მდგომებს, მოპოვებული გვაქვს თავისუფლება; როდესაც, ზოგიერთი ხანდახან ირონიულადაც იხსენებს ჩემს სიტყვებს, რომ გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიდით – რეალურად, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპული დემოკრატიაში, რომლის მიღწევაც არა ძალადობრივი გზით და უცხოს თავზე მოხვევით, არამედ ჩვენს ფასეულობებზე დაყრდნობით შევძელით.

სწორედ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ ჩვენ, ევროპასთან ასოცირებას და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას; სწორედ ასეთი მიდგომებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების უფლება;

სწორედ ევროპული არჩევანისადმი საქმით ერთგულებამ მოგვიტანა სულ ახლახან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა!

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ, ისევ აქ, ამ სიმბოლურ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას და ყველა ერთად ვიტყვით – ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მიზანს მივაღწიეთ!

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა, პირველ რიგში, ზომიერებაა – თავისუფლების და პასუხისმგებლობის იდეალური ბალანსი, იდეალური კვეთა. სამწუხაროდ, ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომაც გვიწვეს, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე თავისუფლების სურნელით გაბრუებულებმა, პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“ ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულ ოპონენტებსაც კი, სულ მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“

დაბოლოს!
როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა:
“ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”.
სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა!
ამ ვარსკვლავს მივყვებით ჩვენ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თანამედროვე სამყაროში „გზა ხსნისა“ განათლებაზე გადის.
ამიტომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, მის განათლებაში ჩაგვედო!
ბევრი ჩვენზე ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყანა ვერ გაბედავდა, ბიუჯეტის 25% განათლებაზე დაეხარჯა.
ჩვენ კი ეს გავბედეთ და გავაკეთეთ!
განათლების უპრეცედენტო რეფორმა, რომელსაც წელს ჩეყარა საფუძველი, ერთდროულად არის ჩვენი ქვეყნის შვიდწლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გვირგვინიც და ამბიციური განაცხადიც ჩვენს გარდაუვალ, სამომავლო წარმატებებზე!
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ღირსეულ გზაზე!
გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ სამშობლოს, გაუმარჯოს საქართველოს!“

თეგები: ბიძინა ივანიშვილი
გაზიარება104

დაკავშირებული -პოსტები

ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ვიზების გაყალბების საქმე – არგენტინიდან საქართველოში გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა
მთავარი

ვიზების გაყალბების საქმე - არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში...

დაწვრილებითDetails

“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ” – რას წერს ოქიტაშვილი თიკა რუხაძეს და მამუკა მდინარაძეზე
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა ურხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ამხელს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ოქიტაშვილი წერს, რომ თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის...

დაწვრილებითDetails

100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო...

დაწვრილებითDetails

“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
“მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ” – ოქიტაშვილი თიკა რუხაძეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
მთავარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს. "მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ"...

დაწვრილებითDetails

დღეს მოწამეთობაა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
10  გამორჩეული ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო
მთავარი

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს,  მოწამეთობა აღინიშნავს. მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში მრევლმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყო. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. "სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 12 საფლავი გაქურდეს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის პასუხი ცნობილია – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს; საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა: სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური...

დაწვრილებითDetails

15 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში...

დაწვრილებითDetails

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 15, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.   შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"