უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
ბახმუტის მიმართულების ფრონტზე, დასახლება კლიშევკასთან მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ ერთი ლევან ლობჟანიძე გმირულად დაეცა.
“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ლევან ლობჟანიძე, რომელიც დაჯგუფება “თბილისის” წევრი იყო, მეგობრებთან ერთად საარტილერიო ცეცხლქვეშ მოჰყვა. ბრძოლის შემდეგ ორი მებრძოლი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით ისინი ხაზზე გამოვიდნენ და უსაფრთხო ადგილას არიან.
სამწუხაროდ, ლევან ლობჟანიძის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.










