ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ბრიტანული ტელეარხის GB News-ის წამყვანი გახდება. როგორც ჯონსონი X-ზე (ყოფილი Twitter) გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მას არხზე საკუთარი პროგრამა ექნება, სადაც შიდა და მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებს მიმოიხილავს
“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მალე შევუერთდები GB News-ს, რათა გამოვხატო ჩემი გულწრფელი აზრები მსოფლიო პოლიტიკაზე,” | ამბობს ყოფილი პრემიერი










