თბილისში ტურისტი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა . მამაკაცს ბრალდება წარედგინება გაუპატიურების მცდელობის მეორე ეპიზოდზეც.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას ელოდებიან. ამ ეტაპზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 137-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობასა და ძარცვას გულისხმობს.










