კორეელი ოლიმპიელი მოფარიკავე ნამ ჰიუნ ჰის რომანი ჯონ ჩუნგ ჯოსთან სკანდალის საფუძველი გახდა.
შეყვარებული სპორტსმენი თვლიდა , რომ მისი საქმრო მდიდარი ბიზნესმენი და “ჩაიბოლის” მემკვიდრე იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯეონს კრიმინალური წარსული ქონდა , თაღლითობასთან დაკავშირებული.
ის ინვესტორებთან ურთიერთობაში, ცნობილი სპორტსმენის, მისი საცოლის რეპუტაციას იყენებდა ფულის მისაღებად. ჯონ ჩუნგ ჯომ ასევე მოატყუა ნამ ჰიუნ ჰი ოჯახის წევრები და 90,0 მილიონი KRW (დაახლოებით $66,600 აშშ დოლარი) ოდენობით თანხა დატყუა.
Dispatch-მა ასევე გამოავლინა, რომ ჯეონ ჩუნგ ჯო მამაკაციც კი არ იყო, არამედ ქალი, რომელიც ხშირად იცვლიდა იდენტობას მისი თაღლითობის სამიზნეზე დაყრდნობით.
საცოლემ განაცხადა რომ გენდერული იდენტობის ცვლილების შესახებ იცოდა , თუმცა წარმოდგენა არ ქონდა მის თაღლითურ , კრიმინალურ წარსულზე. ჯეონმა ისიც კი დააჯერა რომ მისგან ორსულად იყო.
“უცნაური იყო ორსულობის ტესტი, რომელსაც მაძლევდა ყოველთვის პოზიტიურ შედეგს დებდა. შემდეგ გავარკვიე რომ ეს ტესტი ყალბი იყო”