“ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს გავრცელებულ კადრებზე, რომელთა მიხედვითაც, სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
კობახიძემ თქვა, რომ ე.წ. ბორდერიზაცია წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლება ყოველ ჯერზე სათანადოდ იცავს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.
“სახელმწიფო ყველ ჯერზე იღებს ზომებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული და ამას აკეთებს სათანადო ნაბიჯებით. ყოველ ჯერზე ჩვენ მოვახერხეთ იმის დემონსტრირება, რომ სათანადოდ ვიცავთ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება თვითონ ეს ბორდერიზაციის პრობლემა და ა.შ ეს არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ამ პრობლემებთან გამკლავება, თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე სათანადოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს”, – თქვა კობახიძემ.










