LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია-საქართველოს საპატრიარქო

დაპოსტა 2023/10/26-ში
128
ნახვა
გაზიარება

? ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან

▪️ ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.

▪️ ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ ,,სამაინთან’’ და კარლოს დიდთან (742?-814);

▪️ თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე და მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

▪️ თუმცა მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე დამკვიდრდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების ირლანდიელებიც.

▪️ როგორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწორედ მათ გადმოიტანეს ირლანდიიდან ,,სამაინი“ და სხვა წეს-ჩვეულებები, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.

▪️ დასავლეთიდან მოსული ეს ტალღა შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილ ხატთაყვანისმცემელ მიგრანტებს, რომლებიც ხატებითა და წმ.ნაწილებით დატვირთული გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

▪️ დევნილები რომის ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა, – რომის პაპებმა შეიწყნარეს, რომლებიც განუყოფელი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდნენ.

▪️ პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემისდასამტკიცებლად. პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია;

▪️ ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი ნიშნავს Halloween – All Hallows Eve – ყველა წმინდანის მწუხრს), რომელის დროსაც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ლიტანიობით უვლიდა ტაძრებსა და ქალაქებს.

▪️ ეს დღესასწაული დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

▪️ როგორც ჩანს, კალენდარული დამთხვევის გამო, კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა – ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმისა (,,სამაინის“ ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაულისა ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა, რასაც დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე (რომელიც 2 ნოემბერს, ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ, ) აღინიშნებოდა;

▪️ ასე დაედო სათავე დიდ აღრევას.

▪️ რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემა გაუქმდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

*ხოლო XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

▪️ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს.

▪️ ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.4k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
107
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
187
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
196
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
269
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
1.1k
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
5.2k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
252
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
76
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
992
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».