“საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერ გააკეთა, რომ სტატუსის მისაღებად გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამდაველოდოთ დეკემბერს. Reuters-ი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მართლა ყველაფერი გავაკეთეთ პარტნიორებთან ერთად, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღო” | კალაძე Reuters-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს, საქართველოზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
დმანისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 56 წლის მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით, 43 წლის მეუღლეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა....










