გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამაცხადა რომ გერმანია უკრაინისთვის 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. მისითქმით, ახალი პაკეტის მთავარი ამოცანა “ფარის” შექმნაა.
“ვინც ინვესტიციას დებს უკრაინაში, ინვესტიციას ახორციელებს ევროკავშირის მომავალ წევრში”, – თქვა შოლცმა.
შოლცის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად პაკეტი მოიცავს Patriot, Iris-T6, Gepard საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს.










