ლავროვის ვარაუდით, “3+3” ფორმატში საქართველო შესაძლოა უახლოეს მომავალში ჩაერთო
“თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაადასტურეს, ყველა ქმედებას უპირველეს ყოვლისა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ეკიდებიან. ეს იძლევა საფუძველს ივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში “3+3-ის” სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა ამოქმედდეს” | თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა









