“საამაყო მერს ლექტორები სტუდენტებს უგროვებენ”-14 დემბერთან დაკავშირებით “გაბედე”-ს წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
“ქართული ოცნების” 14 დეკემბრის აქციაზე სტუდენტები მოტყუებით მიყავთ – ინფორმაციას მოძრაობა “გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.მოძრაობის წევრებმა დღეს წერეთლის უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს და სტუდენტების აქციაზე მოტყუებით წაყვანის ფაქტზე ისაუბრეს.მათი თქმით, სტუდენტების ეუბნებიან, რომ ხვალ ღონისძიებაზე უფასოდ წაიყვანენ და ამაში ლექტორები არიან ჩართული. მოძრაობის წევრები მოუწოდებენ სტუდენტებს არ მოტყუვდნენ და “ქართული ოცნების” აქციაზე გაუაზრებლად არ მოხვდნენ.