საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ბიზნეს ინფორმატიკის ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.
ბიზნეს ინფორმატიკა არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (
Northern Kentucky University) თანამშრომლობით. პროგრამა გთავაზობს თანამედროვე განათლებას უმაღლესი დონის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოსამზადებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების დინამიკურ სფეროში.
კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი:

SANGU – ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Informatics (კოდი: 0613.1.1)

NKU – ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Business Informatics