ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ბაიდენი კვლავ დაადასტურებს ისრაელის მიმართ სოლიდარობას, მაშინ, როცა ქვეყანა ემზადება ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად.










