Reuters-ს მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ხვალ სოლიდარობის ვიზიტით ისრაელში ჩასვლას გეგმავს
როგორც გამოცემა წერს, გერმანიის მთავრობის სპიკერს შოლცის გეგმებისა და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი.










