ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გუშინ, 31 ივლისს გამოქვეყნდა. წელს უნარებში უმაღლესი შეფასება – 80 ქულა არავის მიუღია. თუმცა 79 ქულა ორმა აბიტურიენტმა მიიღო. ერთ-ერთი მათგანი ქუთაისელი ნუცა ცირეკიძეა, რომელმაც ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა.
როგორც ცნობილია ნუცამ არჩევანი ბიოქიმიის ფაკულტეტზე შეაჩერა.
ასევე, 79 ქულა მიიღო ანუკი გოცაძემ, რომელიც თბილისში, კერძო სკოლა „ქართული სასწავლებლში” სწავლობდა.
აღსანიშნავია რომ, კიდევ ერთი იმერელი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში 78 ქულა მიიღო გიორგი აბულაძეა. ის ბაღდათიდან არის და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს. გიორგიმ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა, მე-7 კლასამდე კი ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა.