LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს პარასკევი 13-ია – საშიში დღის ყველაზე უცნაური ფაქტები

დღეს პარასკევი 13-ია – საშიში დღის ყველაზე უცნაური ფაქტები

დაპოსტა 2019/12/13-ში
A A
401
ნახვა
გაზიარება

აი, უკვე რამდენიმე ასწლეულია, “პარასკევი, 13 რიცხვი” ბევრს შიშის ზარს სცემს. ზოგიერთი ამ დღეს გაფაციცებულია რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. მხოლოდ ზოგიერთი ბედნიერი ცხოვრობს ისე, რომ არც ამჩნევს რიცხვისა და კვირის დღის საბედისწერო დამთხვევას ან მოუთმენლად ელის, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო კომბინაციაა.

გთავაზობთ “საბედისწერო” პარასკევს, 13 რიცხვში მომხდარ ცამეტიდან რამდენიმე უცნაურ, გახმაურებულ მოვლენას.

1. ვირუსი “პარასკევი, 13 რიცხვი”

1989 წლის 13 იანვარს ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან, “პარასკევი, 13” უწოდეს. მაშინ ამ მოვლენამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია, რადგან ამ მომენტამდე ინგლისელები არასოდეს გადაჰყრიან კომპიუტერულ ვირუსებს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვას.

2. განაჩენი ჩიკაგოს მაფიოზს

1931 წლის 13 ივლისს, დიდი ძალისხმევისა და ძებნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ალფონსო გაბრიელ კაპონეს, უფრო ცნობილს, როგორც მაფიოზ ალ კაპონეს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ალ კაპონე მაფიოზური საქმიანობისთვის კი არა, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს. ალფონსო დაპატიმრებიდან 16 წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

3. ჰევი-მეტალის დაბადება

1979 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა Black Sabbath-მა იმავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა. ამ მოვლენამ heavy maetal-ის (“მძიმე მეტალი”) მიმდინარეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი დღესაც IGN Music-ის (ტოპ-25 Metal Alboms) სიაში სტაბილურად მე-13 ადგილს ინარჩუნებს. ამ ჯგუფის პრაქტიკულად მთელი შემოქმედება ოკულტური თემატიკით არის გაჯერებული.

4. გემ “ტომას უ.ლოუსონის” ჩაძირვა

1907 წლის 13 დეკემბერს მსოფლიოში ერთადერთი შვიდანძიანი გემი “ტომას უ.ლოუსონი” ფსკერისკენ დაეშვა. არსებობს ვერსია, რომ ხომალდს სახელი იმ დროს ძალიან პოპულარული რომანის, “პარასკევი, ცამეტის” ავტორის პატივსაცემად შეერქვა. ამბობენ, რომ ლოუსონმა რომანი იმავე წელს, 1907-ში დაწერა. თუმცა ეს სიმართლეს, სავარაუდოდ, არ შეეფერება, რადგან გემი იგივე სახელწოდებით 1902 წელს გავიდა პირველად ზღვაში, ანუ წიგნის დაწერამდე 5 წლით ადრე.

მიუხედავად ამისა, ერთი რეალური და ამასთან, მისტიკური დამთხვევა ნამდვილად არსებობს – გემის მფლობელი, რომლის ინიციატივითაც ააგეს ხომალდი, გვარად კროული გახლდათ – ისევე, როგორც დიდი ოკულტისტი, რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა.

5. კომპოზიტორის – პარასკავედეკატრიაფობის სიკვდილი

1951 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა მუსიკალური ექსპრესიონიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ახალი ვენური სკოლის ფუძემდებელი, დოდეკაფონიის ავტორი არნოლდ ფრანც ვალტერ შომბერგი. საოცარია, მაგრამ ეს განსწავლული ადამიანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა პარასკავედეკატრიაფობიითა და ტრისკაიდეკაფობიით, ანუ გონების დაკარგვამდე ეშინოდა პარასკევების, რომლებსაც 13 რიცხვი ემთხვეოდა.

ის 13 სექტემბერს დაიბადა და მთელი ცხოვრება ამ ციფრის შიშით იტანჯებოდა. განსაკუთრებულ შიშს ჰგვრიდა 76-ე დაბადების დღე, რადგან 7+6=13-ია და თან ეს დღე პარასკევს ემთხვეოდა. ტყუილად არ უთქვამთ: შეძახილმა ხე გაახმოო და… 76-ე დაბადების მთელი დღე კომპოზიტორმა ლოგინში გაატარა, არ გამოდიოდა სტუმრებთან, არ ჭამდა და არ ლაპარაკობდა. და როცა შუაღამის პირს კომპოზიტორის ცოლი მეუღლესთან მოსანახულებლად შევიდა, შომბერგმა მთელი დღის მანძილზე პირველი სიტყვა წარმოთქვა და იქვე განუტევა სული.

6. ვუდრო უილსონის წარუმატებლობა

1918 წლის 13 დეკემბერს ვუდრო უილსონი – აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი – ნორმანდიაში კონგრესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. მისი წინადადება არ მიიღეს კონგრესში და პირველი მსოფლიო ომის დამთავრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები “ჩაიშალა”.

საინტერესო ფაქტია, რომ უილსონი მთელი ცხოვრება 13 რიცხვს ბედნიერად თვლიდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტად 1913 წელს დაამტკიცეს. სხვა დამთხვევებიც იყო, რაც ვუდროს იმაში არწმუნებდა, რომ 13 ბედნიერი რიცხვია, მაგრამ მალე მას წარმოდგენა შეეცვალა ამ ყველაფერზე. გარდა ჩავარდნილი ვიზიტისა, პრეზიდენტი კინაღამ ინფარქტმაც იმსხვერპლა ამ საბედისწერო დღეს.

7. Costa Condordia-ს კატასტროფა

2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროებთან ლაინერი Costa Condordia რიფს შეეჯახა და ფსკერისკენ დაეშვა. მის ბორტზე 4234 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 30 დაიღუპა, 2 უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

ეს ხომალდი ყველაზე დიდი იყო ამ კლასის ხომალდებს შორის და მანაც კატასტროფა განიცადა. საინტერესო ფაქტია ის, რომ Costa Condordia-ს “ნათლია” ცნობილი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა გახლდათ, რომელმაც ლაინერის “მონათვლისას” ვერ შეძლო ბორტზე ტრადიციულად შამპანურის ბოთლის გატეხვა, ეს კი მეზღვაურებსა და გემთმშენებლებში ავისმომასწავებელია.

სინამდვილეში, მითები და ლეგენდები, რომლებითაც გარემოცულია “პარასკევი, 13 რიცხვის” მისტიკური თანხვედრა, საფუძველს მოკლებულია; ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებული ფობიები ნამდვილად გაზვიადებულია. სხვა დღეებში უფრო ამოუხსნელი, ტრაგიკული ან უბრალოდ, უცნაური ფაქტები ხდება, რომელთაც ადამიანები ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან საბედისწერო რიცხვს არ უკავშირდება.

აქედან დასკვნა – “საბედისწერო 13, პარასკევი” ყველამ თავისთვის გამოიგონა – თავისი შიშებით, არამოტივირებული წინასწარმეტყველებებით და ა.შ. ასე რომ, თუ თქვენ კიდევ გეშინიათ რიცხვისა და კვირის დღის თანხვედრის, დაიწყეთ საკუთარი სტატისტიკის შექმნა – აღნიშნეთ ყოველივე კარგი, რაც შეგემთხვევათ პარასკევს, 13 რიცხვში. ეს იმას დაგანახვებთ, რომ თქვენ თავად აპროგრამებთ საკუთარ თავს არასასიამოვნო მოვლენებისთვის. არადა, თავისუფლად შეგიძლიათ, ბედნიერი მოვლენებისთვის განაწყოთ თავი!

 

Marao.ge

თეგები: პარასკევიპარასკევი 13
გაზიარება171

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 08:01-ზე, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთით 15კმ-ში, სოფელ წკერეში მოხდა 3,1(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ავტობანზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქუთაისის ავტობანზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
მთავარი

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორი შეეჯახა. შემთხვევის დროს 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირება ხდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდები შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. უწყების...

დაწვრილებითDetails

საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელმა უცხოელი, ფიქტიურად გააფორმა საფეხბურთო კლუბში და სანაცვლოდ 3000 აშშ დოლარი აიღო

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელმა უცხოელი, ფიქტიურად გააფორმა საფეხბურთო კლუბში და სანაცვლოდ 3000 აშშ დოლარი აიღო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 31 წლის კაცის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის კაცი დაიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში კაცი დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.   "გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. მცირე ცვლილებაც კი მომავალში სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.  ...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"